ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

დეპარტამენტის შესახებ
-
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი არის ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ტურისტული პროდუქტების იდენტიფიცირებას, დივერსიფიკაციასა და განვითარებას, ტურისტული პროდუქტების ხარისხისა და მომსახურების დონის ამაღლებას.
დეპარტამენტი თავისი მისიის განხორციელებას უზრუნველყოფს:
✔ კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებთან, თვითმმართველ ერთეულებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით
✔ დარგის მართვის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით
✔ მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლებით
✔ ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მონაცემების პერიოდული შეგროვებითა და გაანალიზებით
✔ დარგის შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებით
დეპარტამენტის მართვის სტრუქტურა:
- დეპარტამენტის თავმჯდომარე
- დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები
- ადმინისტრაციული სამსახური
- სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
- საერთაშორისო მარკეტინგისა და ტურიზმის სტიმულირების სამსახური
- შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- სერვისების განვითარების სამსახური
- სოციალური მედიის და ონლაინ პროექტების სამსახური
- სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახური
- საფინანსო-საბუღალტრო სამსახური