საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
აჭარაში გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი გაიხსნა
image

აჭარაში გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი გაიხსნა

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი გაიხსნა. რეგიონში მტაცებელი ფრინველების საშემოდგომო მიგრაციაზე დაკვირვება ორნითოლოგებსა და ფრინველებზე დამკვირვებლებს რამდენიმე სადამკვირვებლო პლატფორმაზე შეუძლიათ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები - სახალვაშო და ჩაისუბანი, საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებს. აქ ფრინველებზე დაკვირვებისთვის პლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელი ბილიკებიც მარკირებულია.

ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც 15 აგვისტოდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით, 1 000 000 მეტი მტაცებელი ფრინველი მიიკვლევს გზას აფრიკისკენ. აჭარა მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.