საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
აჭარაში მზარეულების გადამზადება გრძელდება
image

აჭარაში მზარეულების გადამზადება გრძელდება

აჭარის მუნიციპალიტეტებში მზარეულების გადამზადება გრძელდება. ქედისა და შუახევის შემდეგ, ტრენინგები უკვე ქობულეთში, კვების ობიექტების მზარეულებს ჩაუტარდათ. ერთკვირიანი ტრენინგებისას მზარეულებმა  ფრინველის, ხორცეულის, თევზეულის დამუშავებისა და მათგან სხვადასხვა კერძების მომზადებისმიმართულებით გაიარეს გადამზადება. ტრენინგის ბოლო დღე ბოსტნეულისა და მხალეულის კერძების მომზადებას დაეთმო, სადაც მზარლებმა ტრენერთან ერთად ბადრიჯნის, სოკოსა და ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობისგან რამდენიმეკერძი დაამზადეს. მზარეულების ტრენინგებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტირეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ატარებს. ტრენინგების მიზანია მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთდამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება. ტრენინგები11 მაისს დაიწყო და ივნისის ბოლოს, ხულოსა და ხელვაჩაურის ტრენინგებით დასრულდება. მზარეულების საგაზაფხულო ტრენინგებისას რეგიონში ჯამში 70-მდე მზარეული გადამზადდება. ტრენინგებში მონაწილეობის მსურველს რეგისტრაციის გავლა სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ შეუძლიათ.

ზაფხულის სეზონის წინ, რეგიონში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს სერვისის ასამაღლებელი ღონისძიებები. ამ ეტაპზე, აჭარაში 3 თვიანი, დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს. პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის მიმართულებით ახალი გიდების გადამზადება და რეგიონში გიდის პროფესიის განვითარებაა. დამწყები გიდების გადამზადების სამთვიანი უფასო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ჩაუტარდა ბარმენებსა და მიმტანებსაც. უახლოეს მომავალში კი ტრენინგები დაგეგმილია დასუფთავების სამსახურისა და სერვისის სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებისთვისაც.