საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
აჭარა მადრიდის ტურისტულ გამოფენასა და გასტრო ფორუმზე იყო წარმოდგენილი
image

აჭარა მადრიდის ტურისტულ გამოფენასა და გასტრო ფორუმზე იყო წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. FITUR 2026-ზე ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება მთიანი აჭარის ეკოტურისტულმა ბილიკებმა და სამზარეულომ მიიპყრო. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართა ესპანეთის წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული კომპანიების, დაჯავშნის სისტემებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგებლებთან. ესპანეთში აჭარისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ასევე შეხვდა ცნობილ ინფლუენსერებსა და ბლოგერებს, რომელთა ჩართულობითაც აჭარაში მედიატურების ორგანიზების შესაძლებლობები განიხილეს. მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2026 ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა ევროპაში. წელს მასზე 161 ქვეყნის 10,000-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 250 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

პარალელურად ქართული სამზარეულო წარმოდგენილი იყო მადრიდში, საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმზე "Madrid fusión". საქართველოს სტენდთან ქართველი შეფების მონაწილეობით მიმდინარეობდა ქართული კერძების მასტრეკლასები, ღვინისა და სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების დეგუსტაციები. გამოფენაზე ქართულმა კერძებმა პროფესიონალებისა და ვიზიტორების დიდი მოწონება დაიმსახურა. აჭარულ სამზარეულოსა და რეგიონის გასტრო ტურისტულ შესაძლებლობებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევდა პოპულარიზაციას. წელს, „Madrid fusión"-ზე 60-ზე მეტი ქვეყნის სამზარეულო იყო წარმოდგენილი. მას 30 000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა. მადრიდის ტურისტულ გამოფენასა და გასტრონომიულ ფორუმზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა.