საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ ქობულეთი უმასპინძლებს
image

ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ ქობულეთი უმასპინძლებს

24 ივლისს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალე სივრცე, სადაც 18:00 საათიდან სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ.მუსიკალური შოუზე სტუმრების წინაშე წარსდგებიან ბენდები: გუფი ლენდი, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, 4UP , OCEAN DRIVE, „პროექტი 33“ და მელომანიაკი.

დღის განმავლობაში საფესტივალე სივრცეში განთავსებული იქნებაკვების და მოსასვენებელი სივრცეები, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება მიეცემათ. ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია საბავშვო აქტივობები პატარებისთვის და ფრანების შოუ ცენტრალურ პარკთან ზღვის სანაპიროზე. „ზაფხულის ფესტივალის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ,  დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ. ფესტივალს დიჯეი DJ GURI DE SAL დაარულებს. ფესტივალი ქობულეთში ბათუმის „ზაფხულის ფესტივალის“ მსგავსად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.