ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა
ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის საპოპულარიზაციო შოუ-ჩვენებები გაიმართა. დალაგება-დასუფთავების წამახალისებელი შოუს ფარგლებში, 40-მდე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ინდივიდუალურად მოახდინასაწოლის სწრაფად გასწორების ტექნიკის დემონსტრირება ინსტრუქტორებისა და სტუმრების წინაშე. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული სამეულიც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დალაგება-დასუფთავების მასტერკლასები და კონკურსი პირველად გასულ წელს ჩაატარა. ღონისძიება წინა წლის მსგავსად წელსაც ორ დღეს გაგრძელდა. ღონისძიების პირველ დღე დაეთმო დალაგება-დასუფთავების სფეროში საქართველოში ცნობილი და გამოცდილი ექსპერტების პრაქტიკულ ტრენინგებსა და დისკუსიებს თემებზე: „სხვადასხვა ზედაპირი და მათიმოვლა“, „სასტუმრო ნომრის სწრაფად დალაგების თანამედროვე მეთოდები“ და „ქიმიური ხსნარები და მათთან მუშაობა“. მეორე დღე საწოლის გასწორებისსატრენინგო შოუ-შეჯიბრებასა და მასტერკლასს დაეთმო. ორდღიან ღონისძიებას რეგიონში დასაქმებული დასუფთავების სამსახურის 100-მდე თანამშრომელი დაეწრო. ღონისძიების მიზანი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და დალაგება-დასუფთავების პროფესიის პოპულარიზებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს წლებია აქტიურად ანხორციელებს.
კადრ-სინქრონი - https://we.tl/t-Lj5nAaGRxMf5LhDz