საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
უნგრული ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს
image

უნგრული ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáróბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს. სტატია სათაურით „საქართველოქვეყანა, სადაც სტუმარიღვთის საჩუქარია“ ჟურნალის მაისის ნომერში გამოქვეყნდა. აჭარა არა მხოლოდკურორტიაის კულტურული გზაჯვარედინია, სადაც ძველი და ახალი, ტრადიცია დათანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს,“ წერია სტატიაში, სადაც მკითხველს რეგიონის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებებს, გასტრონომიას, ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას აცნობენ. ბოლო ორი ათწლეულისგანმავლობაში ბათუმმა შთამბეჭდავი ურბანული განვითარება განიცადა: დღესქალაქის იერსახეში თამამი, ფუტურისტული შენობები დომინირებს, მაშინ როცაისტორიულმა უბნებმა თავიანთი ავთენტური ხასიათი შეინარჩუნეს. ეს კონტრასტი განსაკუთრებით მომხიბვლელია. არ გიწევთ არჩევანის გაკეთება წარსულსა და მომავალს შორის, რადგან ორივე გვერდიგვერდ თანაარსებობს.“

 

ჟურნალი ბათუმის ოთხი სეზონის ტურისტულ პროდუქტებზე საუბრისას  ყურადღებასმრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებსა და სეზონურ ტურისტულ პროდუქტებზე ამახვილებს. ის მკითხველს ქართული სამზარეულოსა და ღვინის დაყენების ტრადიციასაც აცნობს. „ქართული სამზარეულო ტრადიცისა და გემოსუნიკალურ შერწყმას წარმოადგენს. განსაკუთრებით ცნობილი კერძია აჭარულიხაჭაპურინავის ფორმის ცომი, შიგნით სულგუნის ყველით, ზემოდან კი კვერცხითადა კარაქით. საქართველოში უძველესი ღვინის კულტურა აქვთ. ის 8000 წლისისტორიას ინახავს. ღვინო ხშირად მზადდება ქვევრში, რაც იუნესკოსარამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. სუფრა კი მხოლოდ კვებაარ არისეს არის სოციალური და კულტურული გამოცდილება, სადაც ადამიანებიერთად ყოფნას ზეიმობენ,“ წერია სტატიაში. უნგრულენოვანი ჟურნალი Világjáróძირითადად მოგზაურობას, ტურისტულ მიმართულებებს, ტურიზმს, კულტურას, ცხოვრების სტილს, გასტრონომიას, მოდასა და დასვენებას ეძღვნება.