ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

Delfi Estonia აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
ესტონეთის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინმედია Delfi Estonia აჭარის ტურისტულშესაძლებლობებს ვრცელ სტატიას უძღვნის. გამოცემა მკითხველს რეგიონშიმოგზაურობის შესაძლებლობებს, ბათუმის ტურისტულ პროდუქტებს, აჭარის ბუნებას, კულტურას, სამზარეულოსა და აქტიური ტურიზმის მიმართულებებს აცნობს.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია აჭარის მრავალფეროვან ტურისტულპოტენციალზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ რეგიონი ვიზიტორებს ზღვისპირადასვენებასთან ერთად მთიანი აჭარის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისგაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობაბათუმს, როგორც რეგიონის მთავარ ტურისტულ ცენტრს, მის ისტორიულ ნაწილს, ბულვარსა და თანამედროვე არქიტექტურას.
,,სწორედ ლანდშაფტის მრავალფეროვნება და აქტივობების სიმრავლე აქცევსბათუმსა და აჭარას სხვადასხვა ინტერესის მქონე მოგზაურებისთვის შესანიშნავმიმართულებად. ერთი დღე შეგიძლიათ ბათუმის ძველი ქალაქისა და ზღვისპირაბულვარის აღმოჩენას დაუთმოთ, მეორე — მტირალას ტყეებში ლაშქრობას, მესამე კი ქედის ღვინის მარნებსა და მთიან სოფლებში მოგზაურობას,“ წერია სტატიაში.
Delfi Estonia ასევე მიმოიხილავს კულინარიასა და ღვინის კულტურას. გამოცემამკითხველს ადგილობრივ კერძებსა და ქედის მარნებს აცნობს და ხაზს უსვამსქართული სტუმარმასპინძლობის მნიშვნელობას.
,,როდესაც ბათუმზე, აჭარასა და ზოგადად საქართველოზე ვსაუბრობთ, ადგილობრივ კულინარიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. რეგიონის სამზარეულო მდიდარი და გამორჩეულია, ხოლო სუფრაზე ხშირადშეხვდებით კერძებს, რომელთა მომზადებისას გამოიყენება ყველი, კარაქი, კვერცხი, ნიგოზი, ახალი ბოსტნეული და მწვანილი.“
სტატიის მიხედვით, აჭარა საინტერესო მიმართულებაა აქტიური დასვენებისმოყვარულთათვისაც. რეგიონში 25 მარკირებული საფეხმავლო მარშრუტია, ვიზიტორებს შეუძლიათ კემპინგი, ველო და საცხენოსნო ტურები, რაფტინგი და სხვააქტივობები. გამოცემა ასევე საუბრობს ზამთრის ტურიზმის შესაძლებლობებზე დაგოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე.
Delfi Estonia ესტონეთში ერთ-ერთი წამყვანი სამოგზაურო პლატფორმაა. მას ონლაინ სივრცეში ყოველთვიურად 700, 000 მდე უნიკალური მკითხველი ჰყავს. სტატიის ლინკი იხილეთ - reisijuht.delfi.ee