საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება
image

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. პრესტიჟული გამოცემა, რომელიც ძირითადად ბიზნესს სიახლეებზეა ორიენტირებული, მკითხველს ბათუმს, როგორც ბიზნესისა და ტურიზმის ახალ მიმართულებას აცნობს. ბათუმი სულ უფრო თამამად ცვლის იმ გზავნილს, რომლითაც საკუთარ თავს მსოფლიოს აცნობს. შავი ზღვისპირა კურორტისტრადიციულ იმიჯს თანდათან ცვლის ამბავი ტურისტულ მიმართულებაზე,რომელსაც სურს მიიზიდოს არა მხოლოდ ტურისტები, არამედ ბიზნესი, ღონისძიებები და ის მოგზაურები, რომლებიც ახალ მიმართულებებს ეძებენ,წერია სტატიაში.

Business Insider Polska განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქალაქის ისტორიულსავაჭრო მნიშვნელობაზე, თანამედროვე ურბანულ განვითარებაზე, საერთაშორისობრენდების სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და MICE ტურიზმის (შეხვედრები, კონფერენციები, ინსენტივ-მოგზაურობები და გამოფენები) განვითარებისპერსპექტივებზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბათუმი ბუნებრივ უპირატესობებსთანამედროვე ინფრასტრუქტურასთან წარმატებით აერთიანებს.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბათუმში მრავლადაა საერთაშორისო სასტუმრობრენდებიც, რომლებიც ქალაქის სანდოობას უცხოელი სტუმრების თვალშიაძლიერებენ. ისეთი ბრენდების არსებობა, როგორებიცაა Sheraton, Hilton, Radisson Blu, Marriott, Wyndham და Le Meridien, ნიშნავს მომსახურების ცნობად სტანდარტსდა იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც უფრო მასშტაბური ღონისძიებებისორგანიზებისთვის არის საჭირო. MICE ინდუსტრიისთვის, რომელიც მოიცავსშეხვედრებს, კონფერენციებს, ინსენტივ-მოგზაურობებსა და კორპორაციულღონისძიებებს, ასეთი სტანდარტი არსებითად სერიოზული საუბრის საწყისიწერტილია.“

გამოცემა ასევე მიმოიხილავს აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებსბათუმის ბოტანიკურ ბაღს, დაცულ ტერიტორიებს, მთიან აჭარას, კულტურულმემკვიდრეობას, ადგილობრივ გასტრონომიასა და მზარდ ავიამიმოსვლას, რაცრეგიონის ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

სტატიის დასასრულს Business Insider Polska აღნიშნავს, რომ ბათუმი უკვე ფლობს ყველაიმ ძირითად კომპონენტს, რომელიც საერთაშორისო ბიზნესისა და ტურიზმისცენტრისთვის არის საჭირო და ასკვნის: „ბევრი ქალაქისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარი თანამედროვეობის შესახებ ამბის შექმნას ცდილობენ, ბათუმს ეს თანამედროვეობა უკვე აქვს... თუ ქალაქი ამ მომენტს სწორადგამოიყენებს, შავი ზღვა მოგზაურთა ნაწილისთვის ბათუმი შესაძლოა აღარ იყოსნაცნობი რუკის დასასრული და უბრალოდ, ახალი მიმართულების დასაწყისადიქცეს.

Business Insider Polska პოლონეთის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესგამოცემაა, რომელსაცყოველთვიურად მილიონობით მკითხველი ჰყავს და რომელიც ეკონომიკის, ინვესტიციების, ფინანსებისა და საერთაშორისო ბიზნესის საკითხებს აშუქებს.

 სტატიის ბმული