საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
Vogue, Harper’s Bazaar, Zoe Magazine -ის ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს
image

Vogue, Harper’s Bazaar, Zoe Magazine -ის ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს

აჭარას ბულგარეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდანცნობილი საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები და ფოტოგრაფებისტუმრობდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულიმედიატურის ფარგლებში, Vogue-ის, Harper’s Bazaar-ის, Zoe Magazine-ის, EVA Magazine-ისა და VOYAGE Magazine-ის წარმომადგენლებმა რეგიონში იმოგზაურეს. ბათუმისძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების გაცნობის შემდეგ, მედიატურისმონაწილეები მთიან აჭარას ესტუმრნენ და რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას, ადგილობრივ ტრადიციებსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. საერთაშორისომედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბათუმელი დიზაინერის, თაკომექვაბიძის, ახალმა კოლექციამ, რომელიც აჭარული ტრადიციული ნაქარგობებისინსპირაციითაა შექმნილი. ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ღორჯომის ხეობაშიადგილობრივ საოჯახო სახლსაც ესტუმრნენ, სადაც აჭარული ნაქარგობებიდაათვალიერეს და ტრადიციული ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ღორჯომისშემდეგ ისინი კურორტ გოდერძის, მწვანე ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღისტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნენ. აჭარაში მოგზაურობისშთაბეჭდილებებსა და რეგიონზე მომზადებულ მასალებს მედიატურის მონაწილეებიმკითხველს ეტაპობრივად გაუზიარებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უცხოელი ინფლუენსერები რეგიონს ასევე სტუმრობდნენ საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. მათ მიერ მხოლოდ ერთ თვეში აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის ნახვებმა სოციალურ მედიაში 25 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ისინი რეგიონს ივნისში სტუმრობდნენ და მილიონობით გამომწერს აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას წლის ბოლომდე გააგრძელებს, როგორც საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარდგენით, ისე მედიატურების ორგანიზებითა და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით.