საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
აჭარა ტოკიოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
image

აჭარა ტოკიოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს ტოკიოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევს პოპულარიზაციას. საქართველოს სტენდთან Tourism EXPO Japan-ის ვიზიტორებს საშუალება აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით, ასევე ქართული ღვინო და ჩურჩხელა დააგემოვნონ. გამოფენაზე ვიზიტორების უმრავლესობა ეკოტურისტული მიმართულებებით, გასტრონომიითა და ღვინით ინტერესდება. გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები ტურისტულ კომპანიებთან, მედიისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდისა და ქვეყანაში იაპონელი ტურისტების მოზიდვის მიზნით. სამუშაო შეხვედრებში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა. გამოფენა 24 სექტემბერს გაიხსნა და 28 სექტემბერს დასრულდება.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან,  სვანეთის დმო-სა და კერძო სექტორის ათამდე კომპანიათან ერთად მონაწილეობს. Tourism EXPO Japan-ზე 80-ზე მეტი ქვეყანა და რეგიონიაწარმოდგენილი. გამოფენაზე 1,300-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია, ავიაკომპანია და სააგენტო მონაწილეობს. ვიზიტორთა რაოდენობა კი საშუალოდ 180 ათასამდე აღწევს. გამოფენა 24 სექტემბერს გაიხსნა და 28 სექტემბერს დასრულდება.