საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება იგეგმება
image

აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება იგეგმება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადებას გეგმავს. ორთვიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის მიზანი აჭარის დაცული ტერიტორიებისთვის მოლაშქრე გიდების მომზადება და მათი მომსახურების ხასხის გაუმჯობესებაა. ტრენინგებისას გიდები შეისწავლიან ქობულეთის დაცულტერიტორიების, მაჭახელას, მტირალასა ა კინტრიშის ეროვნული პარკების ბუნებრივ რესურსებს, ტურისტულ პროდუქტებს, ბილიკებს, სერვისებსა და ინფრასტრუქტურას. ასევე მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს დაცულტერიტორიებს, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, გიდის/რეინჯერის როლს, უსაფრთხოებს, პირველადახმარების, ტურის დაგეგმვის, დროის მართვს, გარემოსდაცვითთიკი და ვიზიტორთა მართვის შესახებ. გარდა თეორიული სწავლებისა ტრენინგის მონაწილეებისთვის დაგეგმილია  პრაქტიკული, საველე გასვლებ დაცულ ტერიტორიებზე, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებში და იქ არსებული ბიომრავალფეროვენის, ტურისტული შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.

დაცული ტერიტორიების გიდების მოსამზადებელ ტრენინგ-პროგრამაში მიღება 11მაისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც ფლობენ მინიმუმ ერთ უცხო ენას (ბ2 დონე), გიდის პროფესიისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებსა და ფიზიკურ მზაობას ჩაატარონ ტურები დაცულ ტერიტორიებზე. მსურველებმა რეგისტრაცია სერვისის სამსახურის ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/4/ უნდა გაიარონ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგის მონაწილეებს გასაუბრების შედეგად შეარჩევს. ტრენინგები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება და ივნისის ბოლოს დასრულდება.