საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს
image

აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს

აჭარაში დაცული ტერიტორიების იმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ტრენინგის მონაწილე გიდებმა მტირალას ეროვნულ პარკში, ცივწყაროს ტურისტული ბილიკი დალაშქრეს. ცივწყაროს 16-კილომეტრიან მარშრუტზე გიდებს საშუალება ჰქონდათ კოლხურ ტყეში ემოგზაურათ და ეროვნული პარკის  ბიომრავალფეროვნებას გაცნობოდნენ. სატრენინგო პროგრამის ფარგლებში, მოლაშქრე გიდებს ტრენინგები ასევე ჩაუტარდათ საქართველოს დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, გიდის/რეინჯერის როლის, უსაფრთხოების, პირველადი დახმარების, ტურის დაგეგმვის, დროის მართვის, გარემოსდაცვითი ეთიკისა და ვიზიტორთა მართვის შესახებ. გარდა თეორიული სწავლებისა, გიდები  პრაქტიკული, საველე  გასვლების ფარგლებში სტუმრობდნენ ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის ეროვნულ პარკებს, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებს, სადაც ადგილზე გაეცნე  იქ არსებულ ბუნებრივ რესურსებს, ტურისტულ პროდუქტების,ბილიკებს, სერვისებსა და ინფრასტრუქტურას.

მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტის შემდეგ მოლაშქრე გიდები ტბიყელის ტბას დალაშქრავენ და კინტრიშის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას გაეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორთვიანი თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო პროგრამის მიზანი აჭარის დაცული ტერიტორიებისთვის მოლაშქრე გიდების მომზადება და მათი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. მოლაშქრე გიდების გადამზადება მაისის ბოლოს დაიწყო და ივლისის ბოლოს დასრულდება.