საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
აჭარაში მზარეულების გადამზადება დასრულდა
image

აჭარაში მზარეულების გადამზადება დასრულდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში 70-მდე მზარეული გადამზადდა. ტრენინგების ბოლო ეტაპი ხულოსა და ხელვაჩაურის მზარეულებს ჩაუტარდათ. ერთკვირიანი ტრენინგების პრაქტიკული სწავლებები ითვალისწინებდა სწავლებებს ფრინველის დამუშავების, ფრინველის კერძების მომზადების, ხორცეულის დამუშავების ტექნოლოგიებსა და კერძების მომზადების, ბოსტნეულის, ხალეულის კერძებისა და  ცომეულის მომზადების მიმართულებით. ტრენინგების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება. ტრენინგების ბოლო დღე ქათმის კერძების მომზადებას დაეთმო, სადაც მზარეულებმა ტრენერთან ერთად ჩახოხბილი, ჩქმერული, ქათმის სალათი და სხვა კერძები მოამზადეს. ტრენინგები 11 მაისს ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და ივნისის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით აქტიურად მიმდინარეობს სერვისის ასამაღლებელი ღონისძიებები. ამ ეტაპზე, აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება მიმდინარეობს, ხოლო დასასრულს უახლოვდება დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგ-კურსი. დამწყები გიდების გადამზადების სამთვიანი უფასო პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ჩაუტარდა ბარმენებს, მიმტანებსა და  დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსაც.