საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა
image

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაცული ტერიტორიების მიმართულებით 12 გიდი გადაამზადა.ორთვიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას გიდებმა შეისწავლეს ქობულეთის დაცული ტერიტორიების, მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის ეროვნული პარკების ბუნებრივესურსები, ტურისტული პროდუქტები, ბილიკები, სერვისები და ინფრასტრუქტურა. გარდა თეორიული სწავლებისა ტრენინგის მონაწილეებს ჩაუტარდათ პრაქტიკული, საველე  გასვლები დაცულ ტერიტორიებზე, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებში, სადაც ბიომრავალფეროვებისა და ტურისტული შესაძლებლობების ადგილზე გაცნობის საშუალება ჰქონდათ. თეორიულ-პრაქტიკული კურსის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია აქართველოს დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, გიდის/რეინჯერის როლის, უსაფრთხოების, პირველადი დახმარების, ტურის დაგეგმვის, დროის მართვის, გარემოსდაცვითი ეთიკისა და ვიზიტორთა მართვის შესახებ. ტრენინგის მიზანი აჭარის დაცული ტერიტორიებისთვის მოლაშქრე გიდების მომზადება და მათი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრენინგ-კურსის მონაწილე გიდებს შემაჯამებელ ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საგაზაფხულო ტრენინგები ასევე ჩაუტარდათ ბარმენებს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, მზარეულებს, მიმტანებს და დამწყებ გიდებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული ტრენინგები მზარლებისთვის, რომლის ფარგლებშიც აჭარის მუნუციპალიტეტებში 90-მდე მზარეული გადამზადდა. დიდი ინტერესი გამოიწვია დამწყები გიდების გადამზადების სამთვიანმა ტრენინგ-კურსმაც.