საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
image

ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ბათუმმა კიდევ ერთხელ მოიპოვა და ის 2026 წლის ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზებათუმის კონკურენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორებიცააზალცბურგი, სტოკჰოლმი, ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო და ტალინი. 2023 წლის შემდეგ,  World Travel Awards-ის აღნიშნული ჯილდო ბათუმმა უკვე მეოთხედ მოიპოვა.  

,,World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდა 2026 წლის ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები. წელს, ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებად პორტუგალია დასახელდა, წამყვან ავიაკომპანიად Turkish Airlines, ტურისტული ვიზიტებისთვის საუკეთესოქალაქად — ათენი, ხოლო საუკეთესო საზღვაო მიმართულებად ალგარვე. 

2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდოსხვადასხვა დროს მოიპოვა, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ოთხი სეზონი ტურისტულმა მიმართულებამ. World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა დაქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული.