საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
ბათუმში დამწყები გიდების გადამზადება დაიწყო
image

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადება დაიწყო

აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგ-კურსი დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. მათ ლექციები ტურიზმის განვითარების მოკლეისტორი, საქართველოში განვითარებულ ტურიზმის სახეობებს,ექსკურსიამცოდნეობ, გიდის პროფესიი, ტურის დაგეგმვ,  გიდისფსიქოლოგია და საქართველოს ისტორიის შესახებ უტარდებათ. სამთვიანი სატრენინგო პროგრამისას ისინი ასევე შეისწავლიან პირველადი დახმარებისსაშუალებებს, ბათუმის განაშენიანებას და არქიტექტურას, ტურისტულ მარშრუტებს, ღირსშსანიშნაობებს, კულტურასა და გასტრონომიას. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამაში 55-ზე მეტი ტრენერია ჩართული.

გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა.დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას და პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.