საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგები ჩატარდება
image

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგები ჩატარდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ სატრენინგო თეორიულ-პრაქტიკულ კურსს იწყებს. უფასო სამთვიან სასწავლო პროგრამაზე მიღება უკვე გამოცხადებულია. მსურველებმა რეგისტრაცია 11მარტამდე დეპარტამენტის სერვისის განვითარების გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/3/ უნდა გაიარონ. მასში მონაწილეობა გიდის პროფესიით დაინტერესებულ იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც მინიმუმ ერთ უცხო ენას (ბ2 დონე) და გიდის პროფესიისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ფლობენ. ტრენინგის მონაწილეების შერჩევა გასაუბრების შედეგად მოხდება. სამთვიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა მარტის ბოლოს დაიწყება და ივლისამდე გაგრძელდება.

გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა.ტრენინგის განმავლობაში ისინი ისეთ საკითხებს შეისწავლიან, როგორებიცაა ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, საქართველოში განვითარებულტურიზმის სახეობებ, ექსკურსიამცოდნეობ, პროფესია გიდი, ტურის დაგეგმვა, გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები. ისინიასევე გაეცნობიან გიდის ფსიქოლოგიას, ქალაქის განაშენიანებას და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.

დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის. გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმების, სასწავლო პროგრამისა და  ჩატარების პერიოდის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე   https://serviceajara.ge/Trainings/3/.