საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა
image

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის საპოპულარიზაციო შოუ-ჩვენებები გაიმართა. დალაგება-დასუფთავების წამახალისებელი შოუს ფარგლებში, 40-მდე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ინდივიდუალურად მოახდინასაწოლის სწრაფად გასწორების ტექნიკის დემონსტრირება ინსტრუქტორებისა და სტუმრების წინაშე. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული სამეულიც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დალაგება-დასუფთავების მასტერკლასები და კონკურსი პირველად გასულ წელს ჩაატარა. ღონისძიება წინა წლის მსგავსად წელსაც ორ დღეს გაგრძელდა. ღონისძიების პირველ დღე დაეთმო დალაგება-დასუფთავების სფეროში საქართველოში ცნობილი და გამოცდილი ექსპერტების პრაქტიკულ ტრენინგებსა და დისკუსიებს თემებზე: სხვადასხვა ზედაპირი და მათიმოვლა, სასტუმრო ნომრის სწრაფად დალაგების თანამედროვე მეთოდები“  და ქიმიური ხსნარები და მათთან მუშაობა. მეორე დღე საწოლის გასწორებისსატრენინგო შოუ-შეჯიბრებასა და მასტერკლასს დაეთმო. ორდღიან ღონისძიებას რეგიონში დასაქმებული დასუფთავების სამსახურის 100-მდე თანამშრომელი დაეწრო. ღონისძიების მიზანი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროფესიულ ზრდის ხელშეწყობა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და დალაგება-დასუფთავების პროფესიის პოპულარიზებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს წლებია აქტიურად ანხორციელებს.

კადრ-სინქრონი - https://we.tl/t-Lj5nAaGRxMf5LhDz 

თინათინ ზოიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ჟანა გამხიტაშვილი, კონკურსის ჟიური
თამილა ხაბაზი, კონკურსის გამარჯვებული  ( 2 ადგილი)
ირმა რომანაძე, კონკურსის გამარჯვებული ( 1 ადგილი)