საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

image
logo
ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი
მთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების განვითარება გრძელდება
image

მთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების განვითარება გრძელდება

მთიან აჭარაში ახალ ტურისტული ბილიკების განვითარება წელსაც გაგრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო  ტურისტული ბილიკების კეთილმოწყობას ქედის მუნიციპალიტეტში გეგმავს. პირველ ეტაპზე, ახო-ხინოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკის, გულების ციხესთან, ლატევრასა და დოლოგნის ჩანჩქერებთან მისასვლელი ბილიკების პროექტირება, შემდეგ კი კეთილმოწყობა-მარკირება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ტურისტული ადგილების პოპულიზაციასა ვიზიტორებში.

ხოს - ხინოს ქსელური საფეხმავლო ბილიკი ძველად არსებული საფეხმავლო, საცხენოსნო ბილიკის აღდგენას ითვალისწინებს, რაც ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან დააკავშირებს. საფეხმავლო ქსელურიმარშრუტის მოწყობის მიზანი აჭარის მაღალმთიანი სოფლებისახოს, გობრონეთისა და წონიარისისერთმანეთთან და ხინოს მიმართულებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტთან დაკავშირება. სოფელი ხინოწმინდა (ხინო)კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ის გამორჩეულია მდიდარი კოლხურ ტყეებით, ბიომრავალფეროვნებით, იშვიათი ფლორითა და ფაუნით.

რაც შეეხება გობრონეთის ჩანჩქერს, ის სოფელ გობრონეთიდან 6 კმ-ში, ლატევრას მთაზე ტყის მასივში მდებარეობს. ჩანჩქერთან მისასვლელი 1.5 კმ-იანი გზა ამ ეტაპზე ვიზიტორებისთვის მიუვალია, რის გამოც დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკის გაჭრა, კეთილმოწყობა და მარკირება. სოფელ დოლოგანში, ტყის მასივში მდებარეობს დოლოგნის სამი კასკადოვანი ჩანჩქერიც, რომელთა კასკადები და წყლის დებეტი კანიონინგის განვითარების კარგ საშუალებას იძლევა. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ჩანჩქერებთან მისასვლელი 800 მეტრ სიგრძის ბილიკის გაჭრა-კეთილმოწყობა გეგმავს. კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელთან მისასვლელი ბილიკის კეთილმოწყობაც იგეგმება არის გულების ციხე. XII-XIII საუკუნეებში აგებული ციხე სოფელ გულებში მაღლობზე მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.

ჯამში, მთიან აჭარაში 30-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტი მდებარეობს, რომელთა შესახებ ინფორმაციები და  GPS რუკები განთავსებულია ვებ-გვერდზე https://visitajara.com/ka. მთაში არსებული მარშრუტების განვითარების პარალელურად, ბოლო წლებში მთიან აჭარას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატა ყველა მუნიციპალიტეტში. მათ შორისაა ხიხანის ისტორიულ ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა, ტურისტული ბილიკი  ქობულეთის ტორფნარზე კანიონინგის ინფრასტრუქტურა კაპნისთავსა და უჩხოში. გარდა ამისა, საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო 10-ზე მეტ ტურისტულად საინტერესო მიმართულებაზე(ხარისაწოლი, ღომას მთა, ნაკონაღვარი, ჩირუხი, ჯვარიმინდორი, ჩალეწილები, ბრილი, ლელთის ტბა, თხილვანა, მილისი, მირვეთი და ჩაისუბანი/შუამთა).ჩანჩქერებთან მისასვლელი ბილიკები გაიჭრა და კეთილმოეწყო ზუნდაგაში, დანდალოში, მირვეთსა და უჩხოში.