ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი

პოლონურმა Forbes-მა ბათუმს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მაბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ქალაქის ტურისტულიპოტენციალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კულტურული მემკვიდრეობა დაბუნებრივი მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბათუმი დღეს უკვე მხოლოდ ზაფხულის კურორტი აღარარის და სულ უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს პრემიუმ ტურიზმისა და საქმიანიმოგზაურობის მიმართულებით. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომქალაქში წარმოდგენილია საერთაშორისო სასტუმრო ბრენდები, ვითარდებატურისტული ინფრასტრუქტურა და იზრდება მაღალი კლასის მომსახურებაზემოთხოვნა.
„ბათუმს არ სჭირდება მონაკოს, დუბაის ან ბარსელონას როლის თამაში. მისიშესაძლებლობა სწორედ იმაშია, რომ უკვე აქვს უცხოელი სტუმრების მისაღებად საჭირო ინფრასტრუქტურა და ამავდროულად ინარჩუნებს იმ ადგილის ენერგიას, რომელიც ჯერ კიდევ საკუთარი თავის დამკვირდების პროცესშია“ — წერს Forbes.
გამოცემა ბათუმის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ქალაქის ავთენტურობას, შავიზღვის სანაპიროს, ძველი ბათუმის არქიტექტურას, თანამედროვე ურბანულგანვითარებასა და აჭარის მრავალფეროვან ბუნებას ასახელებს. სტატიაში ასევესაუბარია ბათუმის ბულვარზე, ანბანის კოშკზე, ალი და ნინოს ქანდაკებაზე, ბათუმისბოტანიკურ ბაღსა და დაცულ ტერიტორიებზე.
„ძველი ბათუმის ხასიათი ყველაზე კარგად მის ქუჩებში სეირნობისას იგრძნობა, მანამდე, სანამ მზერა თანამედროვე კოშკებისკენ გადაინაცვლებს. დაბალიგანაშენიანება, აივნები, ფერადი კარები და საღამოს შუქი ქმნის მასშტაბს, რომლისშეკვეთაც ახალ ინვესტიციასთან ერთად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ქალაქსსაკუთარი ხასიათი აქვს. სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ ღირსშესანიშნაობებსშორის მოქცეულ ნეიტრალურ სივრცეში კი არ ხვდები, არამედ ქალაქში, რომელიცმაშინვე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას,“ აღნიშნულია სტატიაში.
Forbes Polska განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბათუმისტუმრებს ოთხივე სეზონზე განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს — ზღვისპირადასვენებიდან მთის ტურიზმამდე, გასტრონომიული კულტურიდან ღვინისმრავალსაუკუნოვან ტრადიციამდე.
Forbes-ის შეფასებით, ბათუმის მთავარი ღირებულება თანამედროვეინფრასტრუქტურის, ავთენტური ქალაქის გარემოსა და აჭარის უნიკალური ბუნებისერთობლიობაშია, რაც მას შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოგანვითარებად ტურისტულ მიმართულებად წარმოაჩენს.
სტატიის ლინკი იხილეთ - https://www.forbes.pl/life/batumi-w-gruzji-podroze-biznesowe-kuchnia-i-natura-adzarii/zgck52y